პროექტის სახელწოდება: მათემატიკა და
ინტელექტუალური შეჯიბრებები
პროექტის მთავარი იდეა (თემა): ინტელექტუალურ შეჯიბრებაში „ეტალონი“, „ყველაზე ჭკვიანი“ მათემატიკურ
შეკითხვებზე თავის არიდების მიზეზების კვლევა. ამ მიზნით მონაცემების
მოპოვება და მათი ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენის ჩვევების დაუფლება.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ
თანამშრომლობითი და კომუნიკაციური უნარ–ჩვევები, აგრეთვე კვლევა–ძიების უნარი.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები ქმნიან მარტივ კითხვარს, განსაზღვრავენ რესპოდენტებს, გამოკითხვის საშუალებით აგროვებენ
მონაცემებს და წარმოადგენენ ჯერ გრაფიკულად და შემდეგ დიაგრამის სახით დაწარმოაჩენენ
თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს
მოსწავლეთა ასაკი:14–15 წელი
ხანგრძლივობა: 6 დღე
მოსალოდნელი შედეგები: გამოიკვეთება ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ცოდნის დონე ამა თუ იმ
საგანში. ამავე დროს გამოჩნდება, იძლევა თუ არა მაგ. სასკოლო პროგრამა მათემატიკაში და
სახელმძღვანელო საკმარის მასალას გადაცემებში დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: თაბახის ფურცლები, ავტოკალამი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
პროექტის
მსვლელობა:
დღე–I
შევკრებ
მოსწავლეებს, გავაკეთებთ
ზოგად მიმოხილვას პროექტის თემის ირგვლივ. ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად
და ვთხოვ თავად შეადგინონ კითხვარი, რომლითაც ჩაატარებენ რესპოდენტთა (რესპოდენტები
სხვადასხვა კლასის მოსწავლეები არიან) გამოკითხვას.
თვალს
გადავავლებ მოსწავლეთა მიერ შექმნილ მარტივ კითხვარს და ვაძლევ მათ კლასებში გამოკითხვის ჩატარების დროს დღის ბოლომდე
დღე–III
თითოეული
ჯგუფი შეგროვებულ მონაცემებს წარმოადგენს ჯერ გრაფიკულად, ხოლო შემდეგ დიაგრამის სახით.
გამოკითხვის შედეგებს თვითონვე განათავსებენ
კომპიუტერში თავ–თავიანთ ფაილზე.
მოსწავლეებს
ვთავაზობ, თავად შეარჩიონ მასალა, რომლის გამოყენებაც სასურველია გადაცემის დროს–კითხვები
შესაბამისი პასუხების მითითებით, რომელთაგან ერთი სწორია, დანარჩენი არასწორი, ან კიდევ
კითხვები, რომელზეც სწრაფად შეიძლება გაეცეს პასუხი.
დღე–V
ვატარებთ
მათემატიკურ შეჯიბრებას კლასებში შემდეგი სახით– თითოეულ კლასს დავყოფთ 2 ჯგუფად დაშევაჯიბრებთ
ჯგუფებს გამარჯვებულის გამოსავლენად.
დღე–VI
ჩავატარებთ
სასკოლო შეჯიბრებას კლასებიდან გამოვლენილ გამარჯვებულ ჯგუფებს შორის საერთო სასკოლო
გამარჯვებულის გამოსავ ლენად. შევეცდებით გამარჯვებულს მონაწილეობას მივაღებინებთ რაიონულ
კონკურსში, (შესარჩევში) ეტალონში მონაწილეობის მისაღებად.
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:
მათემატიკა.
მათ.VIII.11 მოსწავლეს შეუძლია მონაცემების
მოპოვება დაწარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
- აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ სიხშირული ცხრილის საშუალებით.
- ქმნის მარტივ კითხვარს, განსაზღვრავს რესპოდენტებს, აგროვებს მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული სახით.
- გრაფიკული ფორმით წარმოდგენილ მონაცემებს წარმოადგენს დიაგრამის სახით და წარმოაჩენს თითოეული ფორმის ხელსაყრელ და არახელსაყრელ მხარეებს.
პროექტის ხელმძღვანელი ლიანა კეჭაყმაძე
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:lianakechaymadze@gmail.com